ყოველდღიური სერვისი.
მომსახურება
ყოველდღიური სააბონენტო სერვისი კორპუსების მაცხოვრებლებისთვის. მოათავსეთ ნარჩენები კართან, ჩვენი წარმომადგენელი კი მას დადგენილ დროის შუალედში გაიტანს. პროცესი მიმდინარეობს ფიზიკური კონტაქტის გარეშე.
სერვისი აქტიურდება კორპუსების მიხედვით · პირველი 100 აბონენტისთვის იმოქმედებს ფასდაკლება

სტანდარტიზებული
მომსახურება
ნარჩენების მართვა ხორციელდება ფიქსირებული გრაფიკით. პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და კონტროლირებადი თქვენი პირადი კაბინეტიდან.
ვიზიტი შესრულდა 10:47-ზე
სტატუსი განახლებულია. ხვალამდე.
ნარჩენების განთავსება
ნარჩენებს ათავსებთ ჩვენ მიერ მოწოდებულ სპეციალურ პაკეტში და ტოვებთ კართან. ამით თქვენი მოქმედება სრულდება.
გატანა
ჩვენი წარმომადგენელი იღებს ნარჩენებს და უზრუნველყოფს კარის სივრცის სისუფთავეს.
ელექტრონული დასტური
„ვიზიტი შესრულებულია 10:47-ზე“. აპლიკაციაში ფიქსირდება გატანის ზუსტი დრო.
მომსახურების ყოველდღიური ციკლი.
ყოველდღიური მომსახურება, დასვენების დღეების გარეშე
ვიზიტები სრულდება წინასწარ განსაზღვრულ დროის შუალედში
ყოველ ვიზიტზე აღირიცხება ზუსტი დრო
სერვისის პარამეტრები
- 01ვიზიტების ისტორია
- თითოეული ვიზიტის დრო ინახება თქვენს პირად არქივში.
- 02მიმდინარე სტატუსი
- აპლიკაციაში რეალურ დროში აისახება, შესრულდა თუ არა მიმდინარე დღის ვიზიტი.
- 03სერვისის დაპაუზება
- აპლიკაციიდან შეგიძლიათ სერვისის დროებით შეჩერება. გაცდენილი დღეები ემატება სააბონენტო ვადას.
- 04პაკეტებით უზრუნველყოფა
- ჩვენ უზრუნველვყოფთ სპეციალური პაკეტების მიწოდებას. მარაგის შევსება მოითხოვება აპლიკაციიდან.
ხშირი კითხვები
01რამდენი ღირს სერვისი?+
სერვისის სტანდარტული ღირებულებაა 70 ლარი თვეში. პირველი 100 აბონენტი ისარგებლებს ფასდაკლებით.
02რატომ არ შემიძლია სერვისის დაუყოვნებლივ გააქტიურება?+
ჩვენ ვემსახურებით კორპუსებს ერთიანი მარშრუტით. სერვისი აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტულ მისამართზე საკმარისი აბონენტი გროვდება.
03როდის სრულდება ვიზიტი?+
ყოველ დილით, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, კვირაში 7 დღე. ვიზიტის დასრულებისთანავე, აპლიკაციაში აისახება ზუსტი დრო.
04ნარჩენების პაკეტები სად ვიშოვო?+
სპეციალურ პაკეტებს ჩვენ მოგაწვდით. მარაგის ამოწურვისას, აპლიკაციიდან შეძლებთ მოთხოვნის გაგზავნას და ჩვენი წარმომადგენელი მოგაწვდით ახალ რულონს.
05რა ხდება, თუ ვიზიტი ვერ შესრულდა?+
აპლიკაციაში აისახება შეუსრულებლობის მიზეზი (მაგალითად, სადარბაზოს კარი ვერ გაიღო) და გატანა განხორციელდება მომდევნო დღეს.